Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - იგი
Связанные словари
Перевод с грузинского языка იგი на русский
ისი, ნაცუალსახელი მესამის პირისა (იხილე ესე) (ფსალ. 1:2, 3 კუალად 2:4, 5, 9), он, тот.
— იგი ხშირად იხმარების ნაცულად კავშირისა ცა ანუ თუ სხუათა თანა ნაცუალსახელთა და ზმნისზედათა, განსარჩეველად კითხჳთისაგან. მაგალითად, ვინ, ვიეთი, რომელი, რაჲ ანუ ვითარ, რაოდენ, სადა, ოდეს, რაჟამს? და სხ. მერტივად თქმა ამათი ჰნიშნავს კითხუასა, ხოლო ვინ იგი, ვინცა, ვიეთნი იგი, ვიეთნიცა, რომელი იგი, რომელიცა, რა იგი, რაჲცა, ვითარ იგი, ვითარცა, რაოდენ იგი, რაოდენცა, სადა იგი, სადაცა, ოდეს იგი, ოდესცა, რაჟამს იგი და სხ. არღარა არიან კითხჳთნი, არამედ კუალავ მიღებითნი საცნაურისა პირისა, ანუ ნივთისანი, გინა ადგილისა და დროისანი. გარნა ოდესცა ჰაზრი არცა კითხჳთი არს, არცა განსაზრურებით საცნაური, არამედ საიჭვო რამე და ჯერეთ უცნაური, მაშინ ნაცულად იგი და ცა იხმარებიან მარცვალნი თუ და ძი. მაგალითად, არ ვიცი თუ ვინ მოვალს, თუ სად მოვალს, განიგდეს წილი, ვინძი რა აღიღოს, ეგრეთვე ვითარ, ვითარძი და სხ.